4 აგვისტოს ბეირუთში მომხდარ აფეთქებას მინიმუმ 50 ადამიანი ემსხვერპლა, 2 500-ზე მეტი კი დაშავდა, - ამბობს ადგილობრივი ჯანდაცვის მინისტრი. აფეთქების შედეგად დაინგრა შენობები, საავადმყოფოები კი გადავსებულია.
ჯერჯერობით უცნობია ლიბანის დედაქალაქში, პორტთან მომხდარი აფეთქების ზუსტი მიზეზი.
არსებობს ვერსიაც, რომლის თანახმადაც, აფეთქება, შესაძლოა, უბედური შემთხვევაც ყოფილიყო. შინაგან საქმეთა მინისტრმა გაავრცელა ცნობა, რომ ფეთქებად ნივთიერებას ხანძარი პორტის საწყობში გაუჩნდა.
პრემიერმინისტრმა აფეთქება კატასტროფად შეაფასა და თქვა, რომ ყველამ უნდა იკისროს პასუხისმგებლობა, ვისაც დანაშაული მიუძღვის ამ ინციდენტში.
ბეირუთის ინციდენტს უკვე მოყვა საერთაშორისო გამოხმაურებები. მათ შორის არის საქართველოს პრეზიდენტიც. სალომე ზურაბიშვილმა Twitter-ზე დაწერა:
დიდ მწუხარებას გამოვთქვამ ლიბანელი ხალხის მიმართ, ბეირუთის შოკისმომგვრელი აფეთქების გამო. იქამდე სანამ დაზუსტდება რა მოხდა, ან რამდენი ადამიანი დაშავდა, სრულიად დამწუხრებული ვარ იმით, რაც მოხდა.
ცნობისთვის, ლიბანში დაძაბული პოლიტიკური ვითარებაა; ადგილობრივები მასშტაბურ დემონსტრაციებს მართავენ და ხელისუფლების მიერ ეკონომიკური კრიზისის არაეფექტიან მენეჯმენტს აპროტესტებენ.
დაძაბული ვითარებაა ისრაელის საზღვართანაც, სადაც გასულ კვირას „ჰეზბოლამ“ ისრაელის ტერიტორიაზე შეღწევა სცადა. თუმცა, ისრაელის მაღალჩინოსანმა BBC-ის განუცხადა, რომ ისრაელს კავშირი არ აქვს ბეირუთის აფეთქებასთან.
აღსანიშნავია, რომ აფეთქება იმ ტერიტორიაზე მოხდა, სადაც ყოფილი პრემიერი ჰარირი, მანქანის აფეთქების შედეგად მოკლეს. აფეთქება ასევე წინ უსწრებს ნიდერლანდების გადაწყვეტილებას, რომელიც სულ მალე უნდა გაცხადდეს, სადაც სუაბარი ჰეზბოლას წევრ, იმ 4 პიროვნებას შეეხება, რომლებმაც ჰარირი 2005 წლის 14 თებერვალს ააფეთქეს.