
პირველი ივნისიდან პოლონეთი რუსეთისა და ბელარუსის სატვირთო მანქანებისთვის საზღვარს კეტავს, - შესაბამის განკარგულებას პოლონეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა, მარიუშ კამინსკიმ მოაწერა ხელი.
პოლონური მედიის ცნობით, პოლონეთი თავის ტერიგორიაზე ბელარუსიდან არ შეუშვებს რუსეთსა და ბელარუსში რეგისტრირებულ სატვირთო მანქანებს, მისაბმელებსა და ნახევრმისაბმელებს.