კოსოვოში შეტაკებისას NATO-ს 41 ჯარისკაცი დაშავდა

გამოქვეყნდა:

კოსოვოში მოსახლეობას შორის შეტაკების დროს NATO-ს 41 ჯარისკაცი, მათ შორის 11 იტალიელი, დაშავდა.

იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრის, ანტონიო ტაიანის თქმით, დაშავებულებიდან 3 იტალიელი მძიმე მდგომარეობაშია, თუმცა მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

 სერბეთის სახელმწიფო მაუწყებლის RTS-ის ცნობით კი,  სერბეთის მხრიდან, 50-ზე მეტი ადამიანი დაშავდა.  დაშავებულებს შორის არის ზვეჩანის ყოფილი თავმჯდომარე დრაგიშა მილოვიჩი, რომელიც გულმკერდის არეში დაიჭრა.

ცნობისთვის, კოსოვოში ვითარება მას შემდეგ დაიძაბა, რაც სერბებით დასახლებულ ქალაქ ზვეჩანში ეთნიკურად ალბანელი მერი აირჩიეს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი