"უკრაინა და თურქეთი გააგრძელებენ ერთობლივ მუშაობას ევროპისა და მსოფლიოს უსაფრთხოების გასაძლიერებლად" | ზელენსკი ერდოღანს ესაუბრა

გამოქვეყნდა:

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი თურქეთის პრეზიდენტს, რეჯეფ ტაიფ ერდორანს ესაუბრა. როგორც ზელენსკი Twitter-ზე წერს, მან სატელეფონო ზარით მიულოცა ერდოღანს არჩევნებში გამარჯვება.

მისივე თქმით, უკრაინა და თურქეთი გააგრძელებენ მუშაობას რეგიონის, ევროპისა და მსოფლიო უსაფრთხოების გასაძლიერებლად.

"სატელეფონო ზარით მივულოცე რეჯეფ ტაიფ ერდოღანს არჩევნებში გამარჯვება. მე აღვნიშნე თურქეთის პრეზიდენტის პირადი როლი მარცვლეულის ინიციატივის გაგრძელებაში, რომელიც გლობალური სასურსათო უსაფრთხოების მნიშვნელოვანი კომპონენტია. უკრაინისა და თურქეთის თანამშრომლობა მნიშვნელოვანია და ეფექტურად უწყობს ხელს ჩვენი ხალხების კეთილდღეობას და საერთაშორისო სტაბილურობას. ჩვენ გავაგრძელებთ მის შემდგომ განვითარებას და ერთობლივ მუშაობას რეგიონის, ევროპისა და მსოფლიოს უსაფრთხოების გასაძლიერებლად!" - წერს ვოლოდიმირ ზელენსკი

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი