მოსკოვში, საცხოვრებელ კორპუსში აფეთქება იყო - მიზეზი, სავარაუდოდ, დრონის შეჯახებაა

გამოქვეყნდა:

მოსკოვში, საცხოვრებელ კორპუსში აფეთქება იყო, სავარაუდოდ, უპილოტო საფრენი აპარატის შეჯახების გამო. რუსული ტელეგრამ არხი "ბაზა" ავრცელებს ინფორმაციას, რომ აფეთქება დაახლოებით დილის 4 საათზე მოხდა, საცხოვრებელი კორპუსის 25-ე სართულზე. 

მათივე ინფორმაციით, იმ სახლის მცხოვრებლებმა, რომელშიც აფეთქება მოხდა, დრონის ფრთის მსგავსი ფრაგმენტი იპოვეს. 

 

SOTA-ს ცნობით, ინციდენტს მსხვერპლი არ მოჰყოლია. 

"ტასი" წერს, რომ საგანგებო სიტუაციების სამინისტროს თანამშრომლები მომხდარის გარემოებებს იძიებენ. სამთავრობო მედია ამბობს, რომ მრავალსართულიან საცხოვრებელ კორპუსში მინები ჩამსხვრეულია, ადგილზე ხანძრის კვალი არ ყოფილა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი