მოსკოვის მერი დრონებით შეტევას ადასტურებს და ამბობს, რომ რამდენიმე შენობა დაზიანდა

გამოქვეყნდა:

მოსკოვის მერმა, სერგეი სობიანინმა დაადასტურა მედიით გავრცელებული ინფორმაცია, რომ ქალაქში დრონებით შეტევა იყო. მან მოსახლეობას მოუწოდა მხოლოდ ოფიციალურ წყაროებს ენდონ და არ გაავრცელონ გადაუმოწმებელი ინფორმაცია.

მერი ამბობს, რომ დრონებით შეტევის შედეგად სერიოზული დაზიანებები არ ყოფილა. მისივე თქმით, "თავდასხმამ მცირე დაზიანება გამოიწვია რამდენიმე შენობაში".

მოსკოვის ოლქის გუბერნატორმა ანდრეი ვორობიოვმა განაცხადა, რომ საჰაერო თავდაცვამ რეგიონში რამდენიმე თვითმფრინავი ჩამოაგდო. მან მოსახლეობას სიმშვიდის შენარჩუნებისკენ მოუწოდა.

"რია" წერს, რომ დრონები ორ საცხოვრებელ კორპუსს დაეჯახა - ერთი პროფსოიუზნაიას ქუჩაზე, მეორე ატლასოვას ქუჩაზე. შემთხვევას მათი ცნობით, მსხვერპლი არ მოჰყოლია. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი