ჩვენ ვქმნით კარგ პრეცედენტს, ნავიგაციას ვახდენთ ამ ტურბულენტურ გარემოში - ღარიბაშვილი

გამოქვეყნდა:

"2012 წელს, როცა მოვედით ხელისუფლებაში, ჩვენ დავნერგეთ ახალი მიდგომა, ჩვენ მას სტრატეგიულ მოთმინებას ვეძახით. საქართველოს აქვს უშუალო საზღვარი, 600 კმ რუსეთთან, სადაც აღმოსავლეთი და დასავლეთი, ჩრდილოეთი და სამხრეთი უერთდება ერთმანეთს, აქაც მინდა ვთქვა, რომ ეს არის ჩვენთვის დიდი გამოწვევა. მიუხედავად იმისა, რომ ერთი მხრივ ეს ოკუპაცია ჩვენ ქვეყანას აყენებს უშველებელი რისკების და გამოწვევების წინაშე, მეორე მხრივ, საქართველომ მოახერხა და მიაღწია უსაფრთხოების, სტაბილურობისა და მშვიდობის უზრუნველყოფას.

თანამედროვე ისტორიაში, როცა 90-იან წლებში დავიბრუნეთ დამოუკიდებლობა, ჩვენი მთავრობის არსებობა არის ერთადერთი პერიოდი, როცა მშვიდობა გვაქვს ქვეყანაში, სხვა მთავრობის პირობებში, 90-იანი წლებიდან მოყოლებული გვქონდა ომი, ესკალაცია და კონფლიქტი, ჩემ პერიოდში ეს არ ყოფილა, ტერიტორიებიც არ დაგვიკარგავს, თან ხელი მოვაწერეთ ასოცირების შეთანხმებას, თავისუფალ სავაჭრო შეთანხმებას, უვიზო მიმოსვლა გვაქვს, ევროპული პერსპექტივა მივიღეთ, ეს მე მგონი საოცრებაა, ეს კარგი გამოცდილებაა, კარგი მაგალითია, ხომ ასეა, ჩვენ ვქმნით კარგ პრეცედენტს, ნავიგაციას ვახდენთ ამ ტურბულენტურ გარემოში, როგორ გადავრჩეთ, პატარა ქვეყანა, არ ვართ არც ნატოს წევრი, თუმცა გვინდა ვიყოთ ნატოს წევრი, არ ვართ ევროკავშირის წევრი, მაგრამ ნავიგაციას ვცდილობთ ამ რთულ სიტუაციაში".

თქვა პრემიერმინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ბრატისლავაში გლობალური უსაფრთხოების ფორუმის ფარგლებში გამართულ თემატურ დისკუსიაში მონაწილეობისას.

მთავარი 11:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი