როცა EU-ს წევრი გავხდებით, მივიღებთ გადაწყვეტილებებს, რაც საერთო ინტერესში შედის - კალაძე დემარშზე

გამოქვეყნდა:

"ქართული ოცნების" გენერალური მდივანი რუსეთთან ფრენების აღდგენის გამო ევროკავშირის წევრი ქვეყნების დემარშზე ამბობს, რომ სანქციებს ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე არ შეუერთდნენ. მისივე თქმით, საქართველო ჯერ EU-ს წევრი არაა და როდესაც წევრი გახდება, შემდეგ მიიღებენ ისეთ გადაწყვეტილებებს, რაც საერთო ინტერესში შედის.

"ჩვენ ხომ არაერთხელ გაგვიკეთებია განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ სანქციებს არ და ვერ შევუერთდებით. ეს ყველაფერი განპირობებულია იმით, რომ ჩვენ ვატარებთ ჩვენი ქვეყნის ინტერესს და არ გვინდა მივიღოთ ისეთი გადაწყვეტილება, რომელიც თავიდანვე ვიცით, რომ დამაზიანებელი იქნება პირველ რიგში ჩვენი ქვეყნისთვის. 

საქართველ არ არის ევროკავშირის წევრი ქვეყანა. ჩვენ ვართ დამოუკიდებელი, სუვერენული ქვეყანა, რომელიც მიისწრაფვის ევროპისკენ და გვაქვს სურვილი მოხდეს ევროინტეგრაცია. როდესაც ჩვენ გვექნება სტატუსი, გავხდებით ევროკავშირის წევრი ქვეყანა, რა თქმა უნდა, ჩვენც მივიღებთ ისეთ გადაწყვეტილებებს, რაც საერთო ინტერესში შედის", - თქვა კალაძემ.

ცნობისთვის, გუშინ ევროკავშირის ელჩმა, ევროკავშირის 27 წევრი ქვეყნის ელჩებთან ერთად ოფიციალური დემარში გადასცა ეკონომიკის მინისტრს. 

პროტესტი თბილისში | "მთავარის" საგანგებო ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი