ერთ-ერთმა მოქალაქემ იკითხა, 200-300 მილიონად ვყიდით ღირსებასო? - კობახიძე პრეზიდენტზე

გამოქვეყნდა:

"რამდენიმე დღის წინ ჩვენმა ერთ-ერთმა მოქალაქემ იკითხა, 200-300 მილიონად ვყიდით ღირსებასო?" - ამის შესახებ "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ პარლამენტში გამოსვლისას განაცხადა. 

კობახიძემ "ერთ-ერთ მოქალაქეში" საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი იგულისხმა. 26 მაისს სიტყვით გამოსვლისას ზურაბიშვილმა საქართველო-რუსეთს შორის ფრენების აღდგენაზე ისაუბრა და თქვა: "ნუთუ ჩვენი ღირსება 200 თუ 300 მილიონად იყიდება".

"რამდენიმე დღის წინ ჩვენმა ერთ-ერთმა მოქალაქემ აღნიშნა, რომ 200-300 მილიონად ვყიდით ღირსებას? - ასეთი კითხვა დაისვა. რა თქმა უნდა, პირველ რიგში, ბუნებრივია ღირსება არ იყიდება არც 200-300 მილიონად და არც 200- 300 მილიარდად ამას ხაზი უნდა გაესვას, ესაა ჩვენი ხელისუფლების მიდგომა, განსხვავებით წინა ხელისუფლებისგან", - თქვა ირაკლი ღარიბაშვილმა.

26 მაისს საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ აღლუმზე სიტყვით გამოსვლისას პრეზიდენტმა ხელისუფლება გააკრიტიკა. აღლუმს მმართველი გუნდის თავმჯდომარე არ ესწრებოდა, მოგვიანებით ჟურნალისტებმა ის საცურაო აუზზე დააფიქსირეს.

პრეზიდენტის კრიტიკის შემდეგ "ოცნებამ" ვრცელი განცხადება გაავრცელა, რომელშიც წერდა, რომ ზურაბიშვილის "ბოლოდროინდელი  ბოლოდროინდელი ქმედებები ხასიათდება უკიდურესი არაობიექტურობითა და პოლიტიკური მიკერძოებით, რაც უხეშად ეწინააღმდეგება ზეპარტიული კონსტიტუციური თანამდებობის პირის ფუნქციას".

მმართველი გუნდი განცხადებაში აღნიშნავდა, რომ ისინი ზურაბიშვილის კრიტიკისგან თავს შეიკავებენ, რადგან მათ უნდა დაიცვან "პრეზიდენტის ინსტიტუტი მაშინაც კი, როდესაც ამ ინსტიტუტის პრესტიჟს თავად მოქმედი პრეზიდენტი უქმნის საფრთხეს".

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი