სანქციების დაწესების შემთხვევაში $2.5 მილიარდიდან $4.5 მილიარდამდე დავკარგავდით, ვინ დააკომპენსირებდა? - კობახიძე

გამოქვეყნდა:

"ქართული ოცნების" თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე ამტკიცებს, რომ რუსეთისთვის სანქციების დაწესების შემთხვევაში ქვეყანას მინიმუმ 10%-იანი ეკონომიკური ვარდნა ექნებოდა და 2.5 მილიარდი დოლარიდან 4.5 მილიარდ დოლარამდე თანხას დაკარგავდა. 

მისივე მტკიცებით, არავითარი კავშირი კანდიდატის სტატუსის მიღებასა და ეკონომიკურ ზრდას შორის, არ არსებობს.

"ზოგადად როცა არის საუბარი ციფრებზე, აქ არ არის საუბარი 200-300 მილიონზე, საუბარია ბევრად უფრო მეტზე. მე მინდა შეგახსენოთ ეკონომისტების დათვლები ამასთან დაკავშირებით, რუსეთისთვის სანქციების დაწესების შემთხვევაში, როგორც უკვე ვთქვი, დავსჯიდით არა რუსეთს, არამედ საკუთარ ქვეყანას და ამ შემთხვევაში ჩვენი ეკონომიკა პირველივე წელს, დაკარგავდა, მინიმუმ 10%-ს ანუ ვარდნა გვექნებოდა ეკონომიკის მინიმუმ ათპროცენტიანი და შეიძლებოდა ყოფილიყო, პესიმისტური სცენარის პირობებში -18% ეკონომიკური ვარდნა, რაც თანხებში ნიშნავს შემდეგს - 2.5 მილიარდი დოლარიდან 4.5 მილიარდ დოლარამდე დაკარგავდა ჩვენი ქვეყნის ეკონომიკა. საუბარია კატასტროფულ შედეგებზე ჩვენი ქვეყნისთვის, ნულოვანი იქნებოდა ეკონომიკური ზიანი და პოლიტიკურიც მათ შორის რუსეთის ფედერაციისთვის, მაგრამ ჩვენთვის ეკონომიკური ზიანი იქნებოდა უმძიმესი. [....] კითხვა უნდა დაისვას, ვინ დაგვიკომპენსირდება ამ თანხას, თუნდაც 2.5 მილიარდ დოლარს, მაშინ როდესაც იგივე ევროკავშირზეა ხომ საუბარი, ამერიკის დაფინანსება მთლიანობაში რომ ავიღოთ წლიური დაფინანსება სულ არის 200 მილიონი დოლარი, თან ეს არ არის მთლიანად დახმარება, აქედან უდიდესი ნაწილი ხმარდება NGO-ების დაფინანსებას, რასაც წვლილი არ შეაქვს ბუნებრივია ეკონომიკაში, დიდი ნაწილი ბრუნდება უკან, აქედან გამომდინარე, ბუნებრივია ეს თანხა ვერავითარ შემთხვევაში ვერ დააკომპენსირებდა იმ დანაკლისს რაზეც გვაქვს საუბარი", - თქვა კობახიძემ. 

მისივე განცხადებით, ხალხს უნდა ვკითხოთ, თანახმაა თუ არა, ეს თანხა ქვეყანამ დაკარგოს და შვილებს დაუტოვონ ვალები, "შერჩეთ მათ შვილებს მამუკა ხაზარაძის ვალები, რომელიც დღეს ასე აქტიურად ითხოვს სანქციების დაწესებას რუსეთის ფედერაციისთვის", უღირთ თუ არა კახელ ფერმერებს მოსავლის გაფუჭება, კრედიტების დატოვება და ასე შემდეგ. 

კობახიძე ამტკიცებს, რომ სანქციების დაწესების პირობებში პირველივე წელს 200 000-ზე მეტი სამუშაო ადგილი დაიკარგებოდა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი