
ესტონეთის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, მარკო მიხელსონი ბრატისლავას უსაფრთხოების კონფერენციაზე ირაკლი ღარიბაშვილის ინტერვიუს ეხმაურება, სადაც საქართველოს პრემიერმა უკრაინაში რუსეთის მიერ ომის დაწყება NATO-ში გაერთიანების სურვილს დააბრალა.
ესტონელი დიპლომატი ფიქრობს, რომ "ქართული ოცნება" უკვე კრემლის თამაშს თამაშობს.
"ეს უკვე ნათქვამია. "ქართული ოცნება" კრემლის კარტით თამაშობს" - წერს ის
შეგახსენებთ, რომ ბრატისლავას უსაფრთხოების კონფერენციაზე პანელური დისკუსია დღეს გაიმართა, სადაც ერთ-ერთ მონაწილე საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი იყო. ღარიბაშვილის სიტყვა სავსე იყო ჩვეული ანტიდასავლური რიტორიკით.