"საქართველოს ხელისუფლებამ სასწრაფოდ უნდა გაარკვიოს მისი ურთიერთობა ევროკავშირთან და ნატოსთან. რატომ ემსახურება პრემიერი ღარიბაშვილი პრორუსულ ნარატივს და ახდენს რუსეთის გამანადგურებელი ომის რელატივიზაციას უკრაინის წინააღმდეგ? ამით ის ეწინააღმდეგება მისი ხალხის ინტერესს, რომელიც მშვიდობისკენ მიისწრაფვის,"
წერს გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე, მაიკლ როთი Twitter-ზე, რომელიც ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას ეხმაურება. ღარიბაშვილმა ბრატისლავას უსაფრთხოების დღევანდელ კონფერენციაზე თქვა, რომ რუსეთის მიერ უკრაინაში ომის დაწყების ერთ-ერთი მიზეზი, უკრაინის NATO-ში გაწევრიანების სურვილი იყო.