ხომ არ დადგა დრო მოეკითხოთ ელჩებს, მიუთითონ, რომ იყვნენ თავიანთ ადგილას - ინჯია დემარშზე

გამოქვეყნდა:

"ევროპელი სოციალისტების" დეპუტატის, ფრიდონ ინჯიამ პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას დასვა კითხვა, ხომ არ დადგა დრო "მოეკითხოთ" ელჩებს და მიუთითონ მათ, იყვნენ თავიანთ ადგილას. ასე გამოეხმაურა ის რუსეთთან პირდაპირი ფრენების აღდგენის გამო ევროკავშირის 27 ქვეყნის დემარშს.

"მინდა შევეხო ევროკავშირის ელჩების დემარშს, როგორ ფიქრობთ, ეს არის თუ არა ქვეყნის საშინაო საქმეებში უხეში ჩარევა. ხომ არ დადგა დრო, მოეკითხოთ მათ, როგორც ეს ხდება ისეთ ქვეყნებში, სადაც პატივს სცემენ ქვეყანას და თავის თავს, მიუთითონ დიპლომატებს იყვნენ თავის ადგილას და გააკეთონ ის, რაც მათ ევალებათ. დღეს, როდესაც ჯერ კიდევ სტატუსი არ გვაქვს, როგორ უნდათ ჩვენი დამონება, წარმოიდგინეთ თქვენ სტატუსი მოგვანიჭეს და რა ზეწოლა იქნება ჩვენ ხელისუფლებაზე. მაგრამ ეს არაფერი, მოგვანიჭონ, ჩვენ ამ ზეწოლას ღირსეულად გავუძლებთ, უფრო ზუსტად, ღირსეულად შევალთ ან ღირსეულად არ შევალთ ევროკავშირში", - თქვა ინჯიამ.

მისივე თქმით, როგორც იკვეთება, ევროკავშირს ხელისუფლება ამ სახით არ აწყობს და ყველაფერს აკეთებენ, რომ ხელისუფლება შეცვალონ - "ამ მიზეზით შეიძლება მათ ჩვენ ეს სტატუსი არ მოგვანიჭონ".

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი