
ევროპარლამენტარი პეტრას აუსტრევიჩუსი ბრატისლავაში საქართველოს პრემიერმინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებებს ეხმაურება და წერს, რომ დასავლეთმა უნდა გადახედოს თავის პოლიტიკას საქართველოს მიმართ.
როგორც აუსტრევიჩუსმა განაცხადა, საქართველოს დღევანდელი მთავრობა რუსეთის რუპორი გახდა.
"საქართველოს პრემიერმინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი საუკეთესოდ ასრულებს პუტინის საქმეს! საქართველოს დღევანდელი მთავრობა აგრესორი რუსეთის რუპორი გახდა. დასავლეთმა უნდა გადახედოს თავის პოლიტიკას საქართველოს მიმართ", - დაწერა აუსტრევიჩუსმა.
ბრატისლავაში, გლობალური უსაფრთხოების ფორუმის (GLOBSEC) ფარგლებში გამართულ თემატურ დისკუსიაზე ღარიბაშვილმა მორიგი ანტიდასავლური განცხადებები გააკეთა. მისი თქმით, ომის დაწყების ერთ-ერთი მიზეზი იყო უკრაინის განზრახვა, გამხდარიყო NATO-ს წევრი.