NATO-ს გამო დაისაჯა ზუსტად, პუტინიც ამას ამბობს და რეალობაა - წაქაძე უკრაინაზე

გამოქვეყნდა:

"ქართული ოცნების" დეპუტატი, ბეჟან წაქაძე ამბობს, რომ რუსეთმა უკრაინაში ომი "NATO-ს გამო დაიწყო".

წაქაძის თქმით, პრემიერმინისტრის განცხადებები ბრატისლავაში სიმართლე იყო და 2008 წელსაც საქართველოში ომი NATO-ს გამო დაიწყო.

"რეალობაა, თქვენ არ იცით, რომ მაგისთვის დაისაჯა? NATO-ს გამო დაისაჯა ზუსტად, პუტინიც ამას ამბობს და რეალობაა და ჩვენ თუ დავხუჭავთ თვალებს...ჩვენთანაც რისთვის დაიწყო 2008 წელს, არ მოგვცეს მაპი და მერე რა იყო გამოწვეული, არ მოგცეს მაპი და დაიწყო ომი. მაპი რისი იყო NATO-ს ხომ? NATO-ს გულისთვის დაიწყო საერთო ჯამში, ასე არ გამოდის?!", - თქვა ბეჟან წაქაძემ.

ბრატისლავაში, გლობალური უსაფრთხოების ფორუმის (GLOBSEC) ფარგლებში გამართულ თემატურ დისკუსიაზე ღარიბაშვილმა მორიგი ანტიდასავლური განცხადებები გააკეთა. მისი თქმით, ომის დაწყების ერთ-ერთი მიზეზი იყო უკრაინის განზრახვა, გამხდარიყო NATO-ს წევრი.

პროტესტი თბილისში | "მთავარის" საგანგებო ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი