დემარში უსაფუძვლო შიშებით თუ წუხილებითაა გამოწვეული, არაობიექტურია - მდინარაძე

გამოქვეყნდა:

"ქართული ოცნების" დეპუტატი, მამუკა მდინარაძე ამბობს, რომ ევროკავშირის 27 ქვეყნის დემარში რუსეთთან პირდაპირი ფრენების აღდგენის თაობაზე, უსაფუძვლო შიშებით თუ წუხილებითაა გამოწვეული. მისი თქმით, ამ დემარშზე პასუხს მომავალი გასცემს.

მისივე თქმით, დემარში არაობიექტურია და სანქციების დაწესების მოთხოვნაა.

"ჩვენ გვახსოვს ასეთი დემარში მიხეილ სააკაშვილის პატიმრობასთან დაკავშირებითაც, გახსოვთ ალბათ ეს თქვენ, და მაშინ აღმოჩნდა, რომ ეს დემარში იყო უსაფუძვლო და ამას პირდაპირი და მკაფიო პასუხი გასცა სტრასბურგის სასამართლომ. ამ დემარშზე, რომელიც ასევე უსაფუძვლო შიშებით თუ წუხილებით არის გამოწვეული, ალბათ მომავალი გაგვცემს პასუხს, იმიტომ, რომ ასეთი ქეისები უკვე სტრასბურგში არ განიხილება, იმ დემარშზე სტრასბურგმა თავისი პრინციპული პასუხი გასცა. არასწორი შეფასება მოვლენების და ერთი ძალიან სამწუხარო ამბავი, რომ დიახ, ძალიან კარგია, რომ ევროკავშირის ელჩმა თავისი განცხადების პირველ ნაწილში თქვა, რომ ეს იყო რუსეთის ცალმხრივი გადაწყვეტილება, ფრენების აღდგენა, მაგრამ მეორე ნაწილში არასწორი იყო ინფორმაცია, რომ ამას სჭირდებოდა საქართველოს მთავრობის თანხმობა", - ამბობს მდინარაძე. 

მისი თქმით, თუ საუბარია ტექნიკურ საკითხებზე, რომელიც აეროპორტების გაერთიანებამ, ნავიგაციამ უნდა გასცეს, მათი არ გაცემა იქნებოდა სანქციები.

"მარტივი კითხვა, ყველაზე სახალხო ენაზე რომ ვთქვათ, ლარსით შემოვა, ბაქოდან, ერევნიდან, ავტომანქანით თუ ჩამოფრინდება და შემდეგ ავტომანქანით გადმოკვეთს საზღვარს, საქრთველოს მოქალაქე, ჩვენი თანამემამულე თუ რუსი ტურისტი, ამას რა მნიშვნელობა აქვს. მართლა მეკითხებიან, ქუჩაში მაჩერებენ ადამიანები და მეკითხებიან, ვერ ვხვდებით და რატომ არ ამბობთო და მათ გულწრფელ და ობიექტურ საყვედურს ვპასუხობ. ლარსით გადმოვა ადამიანი, თუ ჩამოფრინდება თუ გაფრინდება, განსხვავება რა არის ამაში", - ამბობს მდინარაძე. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი