
"ქართული ოცნების" დეპუტატი, მამუკა მდინარაძე ამბობს, რომ თავმოყვარეობის ამბავიცაა შეიწყალებს თუ არა პრეზიდენტი "მთავარი არხის" გენერალურ დირექტორს, ნიკა გვარამიას. მისი თქმით, რა მოლოდინი არსებობს აღნიშნულზე, მარტივი სათქმელი არაა.
"სალომე ზურაბიშვილის ბოლო გამოსვლები არ არის კრიტიკული, ამას ჰქვია სხვა რამე, მაგრამ რადგან ვთქვით, რომ არ შევდივართ პოლემიკაში, ამიტომ ამ სხვა რამესაც არ ვიტყვი რა არის, აქედან გამომდინარე, ნუ მაიძულებთ მასთან შევიდე პოლემიკაში. რა მოლოდინია ეს ჩემთვის არ არის მარტივი სათქმელი, შეიძლება ჩვენ ვთქვათ, რომ თავმოყვარეობის ამბავიც არის შეიწყალებს თუ არა, ეს მისი გადასაწყვეტია და ვნახოთ, დაველოდოთ", - ამბობს მდინარაძე.
იხილეთ: