
"გამოფხიზლების დროა" - ასე გამოეხმაურა ამერიკის "საგარეო პოლიტიკის კვლევის ინსტიტუტის" სამხედრო ექსპერტი, ბობ ჰამილტონი ბრატისლავაში ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებებს.
ჰამილტონის თქმით, რეგიონში უკრაინის შემდეგ საქართველო ამერიკისგან ყველაზე მეტ სამხედრო დახმარებას იღებს.
"საქართველოს პრემიერმინისტრი, NATO-ს კანდიდატი, უკრაინაში რუსეთის შეჭრას NATO-ს გაფართოებას აბრალებს. მისმა მთავრობამ ასევე უარი თქვა, შეერთებოდა სანქციებს რუსეთის წინააღმდეგ და აშშ დაადანაშაულა ქვეყნის ომში ჩართვის მცდელობაში, თუმცა უკრაინის შემდეგ, საქართველო რეგიონში აშშ-საგან ყველაზე მეტ სამხედრო დახმარებას იღებს. გამოფხიზლების დროა", - დაწერა ჰამილტონმა.
ბრატისლავაში, გლობალური უსაფრთხოების ფორუმის (GLOBSEC) ფარგლებში გამართულ თემატურ დისკუსიაზე ღარიბაშვილმა მორიგი ანტიდასავლური განცხადებები გააკეთა. მისი თქმით, ომის დაწყების ერთ-ერთი მიზეზი იყო უკრაინის განზრახვა, გამხდარიყო NATO-ს წევრი.