რეგიონში ყველგან ღიაა ცა, მაინც და მაინც ჩვენ უნდა ჩავკეტოთ და დედა უნდა ეტიროს ამ ქვეყანას - მდინარაძე

გამოქვეყნდა:

"სანქციებს ითხოვენ. ეს არის პრაქტიკულად და თეორიულადაც სანქციების მოთხოვნა. ჩვენი მეზობელი ქვეყნები ავიღოთ, NATO-ს წევრი თურქეთი, კანდიდატის სტაუტით ევროკავშირის, აზერბაიჯანი, სომხეთი, ისრაელი, ანუ რეგიონში ყველგან დაფრინავს, ყველგან ღიაა ცა და მაინცდამაინც ჩვენ უნდა ჩავკეტოთ და მაინც და მაინც ბოდიში, ძალიან დიდი ბოდიში ყველასთან გამოთქმისთვის, დედა უნდა ეტიროს ამ ქვეყანას. არავინ არ საყვედურობს სხვა ქვეყანას არაფერს, NATO-ს წევრ ქვეყანას არ საყვედურობს არავინ და საქართველოს საყვედურობენ, სადაც ჯარი გვიდგას დედაქალაქიდან 30 კილომეტრში, ასეთი რისკებია, ასეთი რეალური რისკებია". 

თქვა "ქართული ოცნების" დეპუტატმა, მამუკა მდინარაძემ.

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი