პროტესტი ოკუპირებულ აფხაზეთში - მიტინგზე "მთავრობის" გადადგომას ითხოვენ

გამოქვეყნდა:

დროებით ოკუპირებულ აფხაზეთში მოქალაქეები „დიდ სახალხო მიტინგზე“ იკრიბებიან. ადგილობრივი "ოპოზიცია" დღეს სოხუმში ე.წ. მთავრობის დათხოვნის მოთხოვნით შეიკრიბება. 

ოკუპირებული რეგიონის "ხელმძღვანელობა" თავის მხრივ ასევე საგანგებოდ ემზადება აქციისთვის, უკვე მობილიზებული არიან "სამართალდამცველები", სხვადასხვა "ადმინისტრაციულ" შენობებთან კი ბარიერებია აგებული. 

ე.წ. შსს-მ უკვე გააფრთხილა აქციის ორგანიზატორები რომ "კანონის" დარღვევის შემთხვევები მკაცრად დაისჯება. 

მასშტაბური აქცია მას შემდეგ დაანონსდა, რაც "ოპოზიციამ" ე.წ. მთავრობა  ეროვნული ინტერესების ღალატში დაადანაშაულა და ასლან ბჟანიას მისი დათხოვნის ულტიმატუმი წაუყენა.  მათი თქმით, აფხაზეთს „ანტიხალხური ძალები მართავენ“, რომლის დამსახურებაცაა ენერგეტიკული, ეკონომიკური და სოციალურ-პოლიტიკურ კრიზისი.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი