
ლიეტუვამ არასასურველი პირების სიას რუსეთის ფედერაციის სამართალდამცავი და სასამართლო სისტემის 15 თანამშრომელი დაამატა, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის ვლადიმერ კარა-მურზას დევნაზე.
როგორც უკრაინული მედია Delf-ზე დაყრდნობით წერს, ეს გადაწყვეტილება შინაგან საქმეთა და საგარეო საქმეთა სამინისტროებმა მას შემდეგ მიიღეს, რაც ევროპარლამენტის რამდენიმე წევრმა 23 მაისს ევროკავშირის დიპლომატიის ხელმძღვანელებს კარა-მურზას მდევნელების შეყვანის წინადადებით წერილი გაუგზავნა.
"უცხოელთა სამართლებრივი სტატუსის შესახებ“ კანონის საფუძველზე, რომლის მიხედვითაც, უცხოელები, რომლებიც საჯაროდ და აქტიურად უჭერენ მხარს ან მონაწილეობენ უცხო სახელმწიფოს საქმიანობაში, რომელიც არღვევს საერთაშორისო სამართლის პრინციპებს, შედეგად, შეყვანილი არიან ევროკავშირის წევრის ან ნატოს არასასურველი პირების სიაში, მათ ეკრძალებათ ლიტვაში შესვლა მინიმუმ 5 წლით" - წერია დოკუმენტში.
შეგახსენებთ, რომ აპრილში, რუსეთის სასამართლომ, ვლადიმერ კარა-მურზას 25 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.