
პარლამენტმა პოლიტიკურ ჯგუფებთან დაკავშირებით რომან გოცირიძისა და ხატია დეკანოიძის საკანონმდებლო ინიციატივას პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა.
რეგისტრაცია 119-მა დეპუტატმა გაიარა, ცვლილებებს მხარი 91-მა დეპუტატმა დაუჭირა, წინააღმდეგი არც ერთი იყო.
საუბარია ცვლილებებზე, რომლის მიღებითაც, ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობიდან" გასული დეპუტატები პოლიტიკური ჯგუფის შექმნას შეძლებენ.