რუსეთმა ვალერი ზალუჟნი და ალექსანდრ სირსკი ძებნილთა სიაში შეიყვანა

გამოქვეყნდა:

რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტრომ უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალ, გენერალი ვალერი ზალუჟნიზე ძებნა გამოაცხადა, თუმცა რა მუხლით, უცნობია.

გარდა ამისა, რუსული პროპაგანდისტული მედია ТАСС  Telegram  არხზე  წერს, რომ  რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტრომ ძებნილთა სიაში დაამატა  უკრაინის შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების მეთაური ალექსანდრე სირსკი, რომელიც  "კრიმინალური მუხლით" იძებნება. 

ცნობისთვის, რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმა მაისში განაცხადა, რომ ზალუჟნისა და სხვა უკრაინელ სამხედრო ლიდერებს დაუსწრებლად წაუყენა ბრალი "დონბასში სამოქალაქო და სამოქალაქო ობიექტების დაბომბვის გამო"

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი