
რუსეთის დუმის თავდაცვის კომიტეტის ხელმძღვანელი, ვიქტორ ბონდარევი ამბობს, რომ რუსეთის წინააღმდეგ "ამერიკის გაძლიერებული მტრული პოლიტიკის ფონზე", რუსეთი ვალდებულია ОДКБ-ს ქვეყნებში სამხედრო წარმომადგენლობა გააძლიეროს და საზღვარგარეთ მეტი სამხედრო ბაზა შექმნას.
მისივე თქმით, რუსეთი ასევე ვალდებულია, რომ გააძლიეროს საკუთარი წარმომადგენლობა "აფხაზეთში, სამხრეთ ოსეთსა და დნესტრისპირეთში".
"რუსეთის წინააღმდეგ ამერიკის მტრული პოლიტიკის გაძლიერება ქმნის საზღვარგარეთ რუსული სამხედრო ბაზების შექმნის აუცილებლობას. ცივი ომის დროს, სსრკ-ს ჰქონდა სამხედრო ბაზების ფართო ქსელი აღმოსავლეთ ევროპაში, ასევე სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში (ვიეტნამი) და კუბაში.
შექმნილ ვითარებაში რუსეთი ვალდებულია გააძლიეროს თავისი წარმომადგენლობა ОДКБ-ს ქვეყნებში, ასევე რუსეთის ფედერაციის მიერ აღიარებულ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკაში, ასევე მოლდოვის თვითგამოცხადებულ დნესტრისპირეთის რესპუბლიკაში" - წერს ვიქტორ ბონდარევი ტელეგრამზე.
მისივე თქმით, კავშირები კიდევ უფრო იზრდება აფრიკულ ქვეყნებთან.