უკვე წელიწადზე მეტია ღარიბაშვილი უკრაინას ადანაშაულებს და ეს გააკეთა ახლაც, ოღონდ უფრო მკაფიოდ - კანადელი ჟურნალისტი

გამოქვეყნდა:

პრემიერ ღარიბაშვილის დღევანდელ განცხადებებს აქტიურად ეხმაურება საერთაშორისო საზოგადოება. ანტიევროპულ და ანტიდასავლურ პროპაგანდას, რომლის სამიზნე დღეს უკვე ნატოც გახდა, "მთავარ არხთან" საუბარში კანადელი ჟურნალისტი აფასებს. ნეილ ჰაუერი ამბობს, რომ ის, რაც დღეს ღარიბაშვილმა თქვა ახალი არაა, თუმცა ამჯერად ღარიბაშვილი უფრო მკაფიო იყო:

"რთულია ბატონ ღარიბაშვილის განცხადებაზე რაიმე სახის კომენტარის გაკეთება, მით უმეტეს, რომ უკვე წელიწადზე მეტია, რაც ის მსგავს განცხადებებს აკეთებს და ფაქტობრივად უკრაინას ადანაშაულებს ომის გამო. სწორედ ეს გააკეთა ახლაც, ოღონდ უფრო მკაფიოდ, როდესაც თქვა, რომ ეს ომი უკრაინის მხრიდან ნატოში გაწევრიანების სურვილის გამო დაიწყო. 

საქართველოს კონსტიტუციაში წერია, რომ ქვეყნის ხელისუფლებამ ყველაფერი უნდა გააკეთოს ნატოსა და ევროკავშირში გასაწევრიანებლად. ამიტომ, ახლა ქართული ოცნება ცდილობს წარმოაჩინოს, რომ მათ მართლაც ყველაფერი გააკეთეს, მაგრამ ნატომ და დასავლეთმა მათ უარი უთხრა. ანუ ყველაფერი პირიქითაა და ყველაფერი ნატოსა და ევროკავშირის ბრალია. 

მე არ ვიცი, რამდენად იქნება სანქციები ეფექტური საშუალება იმისთვის, რომ ივანიშვილი და ქართული ოცნება იძულებულნი გახდნენ, შეასრულონ ის, რაც კონსტიტუციაში წერია, მაგრამ ჩემი აზრით ეს შესაძლებლობა უნდა იქნას განხილული." ამბობს კანადელი ჟურნალისტი. 

ანტიდასავლური, ანტიუკრაინული და ღიად რუსული განცხადებები ღარიბაშვილმა ამჯერად ბრატისლავაში მიმდინარე უსაფრთხოების კონფერენციაზე გააკეთა, სადაც ევროპისა და ატლანტიკური  ალიანსის სხვა  ლიდერებიც მონაწილეობენ. მისი თქმით, უკრაინაში პუტინის ომის მიზეზი გახდა უკრაინის სურვილი, გამხდარიყო ნატოს წევრი.
 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი