
"კითხვაზე არ ჰქონდა პრემიერს პასუხი და ვერ გასცა, აქეთ პერსონალურ შეტევაზე გადმოვიდა", - ასე ეხმაურება საქართელოს ყოფილი ელჩი ნიდერლანდებში შოთა ღვინერია პრემიერ ღარიბაშვილს, რომელმაც მას ბრატისლავაში, დღევანდელ კონფერენციაზე "ოპოზიციის წარმომადგენელი" უწოდა. ღარიბაშვილი დასმულმა შეკითხვამ გააღიზიანა - "გააზრებული გაქვთ შედეგები თუ რუსეთი დამარცხდება, რა გავლენა ექნება ამას საქართველოზე" - ჰკითხა ღვინერიამ ღარიბაშვილს.
პასუხად კი საერთაშორისო კონფერენციაზე, თავდასხმა მიიღო
როგორც ღვინერია "მთავარ არხთან" ამბობს, აღნიშნულ კონფერენციაზე ყველა შეშფოთებულია, იმ ანტიდასავლური განცხადებებით, რომელიც საქართველოს პრემიერმა გააკეთა.
"არ აქვს ნაფიქრი ხელისუფლებას ასეთ ვერსიაზე და არც იმაზე, რომ რუსეთი შეიძლება დამარცხდეს, ან მეორე ვარიანტია, რომ ხვდებიან, რომ ეს პასუხი იმდენად ცუდად ჟღერს, რომ ცუდად გამოიყურება და ამაზე საჯარო პასუხს ერიდებიან. ის, რომ პასუხი ამ კითხვაზე არ ჰქონდა პრემიერს და პასუხი ვერ გასცა და აქეთ პერსონალურ შეტევაზე გადმოვიდა, ძალიან ცუდად მეტყველებს მასზე პირადად და მისი მთავრობის საგარეო პოლიტიკაზე.
აღარავის აღარ უკვირს მსგავსი გზავნილები საქართველოს ხელისუფლებისგან. არავის მე ვისსაც შევხვედრივარ აქ და სხვა მნიშვნელოვან ფორუმებზე არღარავის არავითარი ილუზია და მოლოდინი იმის, რომ რამე პროდასავლური და პროდემოკრატიული მოლოდინი შეიძლება იყოს ხელისუფლებისგან" - ამბობს ღვინერია.
იხილეთ: