კონგოში მეამბოხეებმა 17 მშვიდობიანი მოქალაქე მოკლეს

გამოქვეყნდა:

კონგოს ჩრდილოეთ კივუს პროვინციაში, ამბოხებულმა ექსტრემისტებმა სულ მცირე 17 მშვიდობიანი მოქალაქე  მოკლეს, - ინფორმაციას Associated Press ავრცელებს. 

"კვირას 10 ცხედარი დავმარხეთ. დაიღუპნენ მშვიდობიანი მოქალაქეები. კიდევ შვიდი ცხედარი იპოვეს ორშაბათს", - თქვა ადგილობრივი გუბერნატორის მოადგილემ საბიტი ნიამოჯამ.

მოხსენებაში ნათქვამია, რომ გაერთიანებული დემოკრატიული ძალების ორგანიზაცია "ისლამურ სახელმწიფოსთანაა" დაკავშირებული.

კონფლიქტი აღმოსავლეთ კონგოში, სადაც 120-ზე მეტი შეიარაღებული ჯგუფი იბრძვის, ათწლეულების განმავლობაში გრძელდება. უმეტესობა ეჯიბრება მიწას და ძვირფასი მინერალების შემცველი მაღაროების კონტროლს, ხოლო ზოგიერთი ჯგუფი ცდილობს დაიცვას თავისი თემები.

გაეროს მონაცემებით, გასული წლის აპრილიდან კონგოში გაერთიანებული დემოკრატიული ძალების თავდასხმების შედეგად დაიღუპა სულ მცირე 370 მშვიდობიანი მოქალაქე და გაიტაცეს რამდენიმე ასეული ადამიანი, მათ შორის ბავშვები.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი