საზოგადოება ხედავს, როგორია სასამართლო, როცა ვიღაცის ინტერესი აქვს "ოცნების" ხელისუფლებას - ბაგრატიონის ადვოკატი

გამოქვეყნდა:

გუშინ, 4 აგვისტოს ოზურგეთის რაიონულ სასამართლოში ელგუჯა ბაგრატიონის პროცესი გაიმართა. პროცესზე, რომელიც თითქმის მთელი დღე გაგრძელდა, მოსამართლემ დაცვის მხარის მტკიცებულება არც ამჯერად მიიღო და საქმეს ვიდეომასალები არ დაურთო. აჭარის უზენაესი საბჭოს დეპუტატი "ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან" ელგუჯა ბაგრატიონი ამტკიცებს, რომ მის წინააღმდეგ სასამართლოში წარმოებული საქმე პოლიტიკურია.  

ის ეჭვი რომ ეს არის პოლიტიკური პროცესი და ბიძინა ივანიშვილის მიერ დავალებული პროცესი, ეს ნათლად გამოჩნდა ამ სხდომაზე. სასამართლო და პროკურატურა ყველა მეთოდით ცდილობს რომ დადგეს ის შედეგი, რაც არის ბიძინა ივანიშვილის სურვილი. დადგეს გამამტყუნებელი განაჩენი, - ამბობს ელგუჯა ბაგრატიონი.

დაცვის მხარე საქმეში ვიდეომტკიცებულებების დართვას ითხოვდა, თუმცა უშედეგოდ. ადვოკატის მტკიცებით, ამ ვიდეომასალით დასტურდება, რომ ვიდეოთვალი, რომლის დაზიანებასაც ელგუჯა ბაგრატიონს ედავებიან, აქციაზე მყოფმა ერთ-ერთმა პოლიციელმა დაზიანებულით საგანგებოდ ჩაანაცვლა.

საზოგადოებამ დღეს უკვე ნახა ეს კადრები, რეალობა რა მოხდა იქ და ამ ადამიანს ედავებიან სულ სხვა რამეს. საზოგადოებამ ნახა თუ როგორ გააყალბა პოლიციამ მტკიცებულება, თუ როგორ შეცვალეს კამერა და დაზიანებული კამერა მიიტანეს, თუ როგორ არ ქონია კამერის ჩამოვარდნას ადგილი. ეს ყველაფერი აღწერილია კამერებზე. დღე არ მიიღო სასამართლომ ეს მტკიცებულება, მაგრამ საზოგადოებამ ხომ დაინახა, საზოგადოება ხედავს, როგორია სასამართლო, როდესაც პოლიტიკური ნიშნით ხდება ადამიანების დევნა, როდესაც ვიღაცის ინტერესი აქვს "ოცნების" ხელისუფლებას, -  ამბობს ბაგრატიონის ადვოკატი მირდატ ქამადაძე.

აჭარის უზენაესი საბჭოს დეპუტატს ელგუჯა ბაგრატიონს გამოძიებას ბიძინა ივანიშვილის ქონების განზრახ დაზაინებას ედავება. საუბარია შეკვეთილის რეზიდენციასთან, ივანიშვილის კუთვნილი ვიდეოთვალის დაზიანებაზე. ექსპერტიზის შეფასებით, მიყენებული ზარალი  600 ლარია.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი