ირაკლი ღარიბაშვილი ანტიდასავლურ და ქვეყნის ინტერესების დამაზიანებელ განცხადებებს NATO-ს ვილნიუსის სამიტამდე აკეთებს. მაშინ როდესაც ალიანსი მოსკოვიდან მომდინარე საფრთხეების მიმართ უფრო მედეგი ხდება, ირაკლი ღარიბაშვილი მარცხისთვის განწირული და უფრო გაავებული რუსეთის წინაშე მარტო ტოვებს საქართველოს და ფატობრივად ზურგს აქცევს NATO-ს.
ამ კუთხით მმართველ პარტიაში აშკარა ერთსულოვნებაა, ღარიბაშვილის განცხადებების რიტორიკას ირაკლი კობახიძეც უერთდება, რომელიც იმეორებს, რომ უკრაინა NATO-ში შესვლის სურვილის გამო ისჯება.