მაშინ, როდესაც ირაკლი ღარიბაშვილი ფაქტობრივად უარს ამბობს ნატოზე, პრეზიდენტი ზურაბიშვილი მშვიდ გარემოში მოლაპარაკებებს მართავს ბრიუსელში. ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან და ევროკავშირის სხვა ლიდერებთან შეხვედრბზე ზურაბიშვილს კიდევ ერთხელ ახსენებენ პრიორიტეტებს, რომლებიც ევროპულ ოჯახში გაწევრიანებისთვის არის დასაკმაყოფილებელი, და მათ შორის პირველი მედია თავისუფლებაა. თუმცა პრეზიდენტი არც ამ მოწოდებებზე რეაგირებს და არც ევროკავშირის ელჩების ოფიციალურ დემარშზე აკეთებს შეფასებებს.