
მოსკოვი დაიბომბა - რუსეთის დედაქალაქზე იერიში რამდენიმე ათეულმა უპილოტო დრონმა მიიტანა. აფეთქებები ძირითადად რუსეთის დედაქალაქის შემოგარენში ისმოდა, მაგრამ ეს საკმარისი აღმოჩნდა მრავალმილიონიან ქალაქში პანიკის წარმოქმნისთვის.
კრემლი მომხდარს ტერაქტს უწოდებს და თავდასხმაში რა თქმა უნდა უკრაინელებს ადანაშულებს. რუსეთის ხელისუფლებაში შურისძიებით იმუქრებიან: ყველაზე აგრესიული პოლიტიკოსები ბირთვული იარაღის გამოყენებაზე საუბრობენ. თავად ვლადიმერ პუტინმა კი კიევში უკრაინის სამხედრო დაზვერვის ოფისზე შეტევა დააანონსა.
ავტორი: ნათია ტრაპაიძე