
საბერძნეთში სასაზღვრო პოლიციის 5 თანამშრომელი დააკავეს. ინფორმაციას "ამერიკის ხმა" ავრცელებს.
როგორც გამოცემა წერს, მათ ბრალად ედებათ მიგრანტების გადამყვან დამნაშავეებთან თანამშრომლობა და მეზობელი თურქეთიდან ქვეყანაში მიგრანტების უკანონოდ შეყვანაში მონაწილეობა.
პოლიციის ცნობით, ეჭვმიტანილებმა სავარაუდოდ კოორდინაცია გაუწია 2022 წლის ოქტომბრიდან დღემდე დაახლოებით 100 ადამიანის მიერ საზღვრის გადაკვეთას, რის გამოც იყენებდნენ საბერძნეთ-თურქეთის სახმელეთო საზღვრის სიახლოვეს მდინარეს და ნავებს.
თანამშრომლები სასაზღვრო ქალაქ დიდიმოტეიჩოში ორშაბათს დააკავეს და პოლიციამ $28 000 და 60-მდე მობილური ტელეფონი ამოიღო.
ოპერაცია პოლიციის შიდა საქმეების განყოფილების გამოძიების შედეგად ჩატარდა.
ცნობისთვის, მდინარე მარიცა საბერძნეთში მიგრანტების შედინების მთავარი გზაა. საბერძნეთმა მდინარის პირას საზღვრის დიდ ნაწილზე მაღალი ღობე ააშენა იმისთვის, რომ მიგრანტების უკანონო შედინებისთვის ხელი შეეშალა.
ამასთან, ცნობილია, რომ საბერძნეტი ბარიერის გაზრდას გეგმავს.