
ამერიკის შეერთებული შტატები უკრაინას 300 მლნ დოლარის სამხედრო დახმარების ახალ პაკეტს გასცემს, რომელიც სავარაუდოდ შეიცავს პატრიოტის საბრძოლო მასალას.
როგორც "ამერიკის ხმა" წერს პაკეტი მოიცავს Patriot ტიპის საჰაერო თავდაცვის სისტემის საბრძოლო მასალას. გარდა ამისა, პაკეტში შედის HIMARS სარაკეტო სისტემები, სატანკო საბრძოლო მასალები და ტანკსაწინააღმდეგო იარაღი.
აღნიშნული დახმარების პაკეტი რიგით 39-ე იქნება შეერთებული შტატების მხრიდან. პენტაგონის ცნობით, რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყებიდან, შეერთებულმა შტატებმა უკრაინას 36,9 მილიარდზე მეტი ღირებულების სამხედრო დახმარება გაუწია.