საქართველოს მოსახლეობა უკეთესს იმსახურებს - ევროპარლამენტარი ღარიბაშვილის განცხადებაზე

გამოქვეყნდა:

ევროპარლამენტარი ილჰან კიუჩუკი საქართველოს პრემიერის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას ეხმაურება, რომელმაც თქვა, რომ ომის დაწყების ერთ-ერთი მიზეზი იყო უკრაინის განზრახვა, გამხდარიყო NATO-ს წევრი. 

ევროპარლამენტარი წერს, რომ საქართველოს მოსახლეობა უკეთეს ლიდერებს იმსახურებს.

"იმედგამაცრუებელია საქართველოს დღევანდელი ტრაექტორია. საგანგაშოა, რომ მისი ლიდერების განცხადებებში კრემლის რიტორიკის გამოძახილი ისმის, საქართველოს მოსახლეობა უკეთესს იმსახურებს", - წერს ევროპარლამენტარი.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი