
დიდუბე-ჩუღურეთისა და საბურთალოს ოლქებში გაერთიანებულ ოპოზიციას შეთანხმებული კანდიდატები ჯერ არ დაუსახელებია. თბილისის ექვს ოლქში საერთო კანდიდატები "ლეიბორისტული პარტიის" ოფისში ოპოზიციამ რამდენიმე კვირის წინ დაასახელა. თუმცა ორი საკვანძო ოლქის საკითხი კი ჯერ ისევ ღიად რჩება.
საბურთალოს გუშინ კიდევ ერთი კანდიდატი შეემატა. დავით სერგეენკოს, ლევან გოგიჩაიშვილსა და ბადრი ჯაფარიძესთან ერთად, საბურთალოს მაჟორიტარობისთვის "პარტია მოქალაქეების" დამფუძნებელი ალეკო ელისაშვილიც იბრძოლებს.
დიდუბე-ჩუღურეთის მაჟორიტარობა კი ჯერ მხოლოდ გიორგის ვოლსკისა და ანა დოლიძეს სურთ.
"ნაციონალური მოძრაობის" პოლიტსაბჭოს წევრი ხატია დეკანოიძე ამბობს, რომ მაჟორიტარებზე გადაწყვეტილებას პარტია მალე მიიღებს.
თბილისში შეთანხმების ერთგული ვართ ბოლომდე, გადაწყვეტილება, რომელ მაჟორიტარს დაუჭერს პარტია იმ ორ ოლქში, გადაწყვეტილება ჯერ არ მიგვიღია, ვიმსჯელებთ და აუცილებლად მივიღებთ, - თქვა დეკანოიძემ.
"ლეიბორისტული პარტიის" მაგიდის ირგვლივ გაერთიანებულმა ოპოზიციამ თბილისის ექვს მაჟორიტარულ ოლქში საერთო კანდიდატები 19 ივნისს წარადგინა. სია ასეთია:
ასევე, შეუთანხმებელ მაჟორიტარულ ოლქებში საკუთარ კანდიდატურებს წარადგენს "გირჩიც", ამის შესახებ პარტიამ ოფიციალური განცხადება 4 აგვისტოს გაავრცელა.