ბელგოროდის რეგიონის გუბერნატორი, ვიაჩესლავ გლადკოვი ამბობს, რომ 4 ადამიანი დაშავდა ქალაქ შებეკინოზე "მასიური დარტყმის" შედეგად. მისივე თქმით, ორი ადამიანი ბელგოროდის საავადმყოფოში გადაიყვანეს.
"კაცს კისრის და ზურგის არეში ჭრილობები აღენიშნება, მდგომარეობა მძიმეა, ქალს ჭრილობები მკლავისა და წინამხრის არეში აქვს მიყენებული. ექიმები ახლა ყველა საჭირო გამოკვლევას უტარებენ", - დაწერა გუბერნატორმა Telegram-ზე.
გლადკოვმა ადრე განაცხადა, რომ ერთი ქალი დაშავდა რეგიონის დაბომბვის შედეგად, რომელიც უკრაინას ესაზღვრება.
გლადკოვის თქმით, დაბომბვის შედეგად დაზიანდა რვა საცხოვრებელი კორპუსი, ოთხი სახლი, სკოლა და ორი ადმინისტრაციული შენობა.
გუბერნატორი აცხადებს, რომ ბავშვების ევაკუაცია მოხდა შებეკინსკის და გრეივორონსკის რაიონებიდან. მისი თქმით, 300 ბავშვი ვორონეჟში გადაიყვანეს.