ომის დაწყებიდან დღემდე რუსეთმა 207 910 სამხედრო დაკარგა - უკრაინის გენშტაბის მონაცემები

გამოქვეყნდა:

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი რუსი ოკუპანტების სამხედრო დანაკარგის შესახებ განახლებულ ინფორმაციას ავრცელებს. მონაცემები მოიცავს 2022 წლის 24 თებერვლიდან ამ წლის 31 მაისამდე პერიოდს.

გენშტაბის ცნობით, ოკუპანტების სამხედრო დანაკარგი ასეთია:​ 

  • ჯარისკაცი - დაახლოებით - 207 910;
  • ​ტანკი - 3 802;
  • ჯავშანტექნიკა - 7 472;
  • საარტილერიო სისტემა - 3 460;
  • სარაკეტო სისტემა - 575;
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა - 333;
  • თვითმფრინავები - 313;
  • ვერტმფრენი - 298;
  • ოპერატიულ-ტაქტიკური უპილოტო საფრენი აპარატი - 3 124;
  • საკრუიზო რაკეტები - 1 107;
  • საავტომობილო ტექნიკა და საწვავის ავზები - 6 230;
  • გემი/ნავი/კატარღა - 18;
  • ​ სპეციალური აღჭურვილობა - 454.
მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი