დოჰას შემდეგ, საქართველოს პრემიერმა უარესი - ბრატისლავის კატასტროფა მოაწყო - ნიკა გვარამია

გამოქვეყნდა:

"მთავარი არხის" გენერალური დირექტორი, ნიკა გვარამია ბრატისლავაში პრემიერ ღარიბაშვილის მიერ გაკეთებულ განცხადებებს ეხმაურება და ამბობს, რომ მან "ბრატისლავას კატასტროფა მოაწყო". ნიკა გვარამია ამბობს, რომ ღარიბაშვილის განცხადებები არის საქართველოს ეროვნული ინტერესების და ისტორიის ნათელი მხარის ღალატი.

"დოჰას შემდეგ, საქართველოს პრემიერმა უარესი - ბრატისლავის კატასტროფა მოაწყო. ღარიბაშვილის განცხადებები არის საქართველოს ეროვნული ინტერესების და ისტორიის ნათელი მხარის ღალატი. მოღალატეების ფეხქვეშ კი მიწა უნდა იწვოდეს!" - წერს ნიკა გვარამია.

გლობალური უსაფრთხოების ფორუმის (GLOBSEC) ფარგლებში გამართულ თემატურ დისკუსიაზე ღარიბაშვილმა მორიგი ანტიდასავლური და პრორუსული განცხადებები გააკეთა. მისი თქმით, უკრაინაში ომის დაწყების ერთ-ერთი მიზეზი იყო უკრაინის განზრახვა, გამხდარიყო NATO-ს წევრი. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი