"ჯერი არის უკვე ევროკავშირზე, ჯერი არის ჩვენ საერთაშორისო პარტნიორებზე, საქართველო იმსახურებს და ჩვენ ველით მათგან მტკიცე მხარდაჭერას. ყოველგვარი გადავადება, ყოველი გადავადება საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე ზრდის რისკებს და რა თქმა უნდა, ზრდის გამოწვევებს საქართველოს უსაფრთხოების და ეროვნული ინტერესების მისამართით. ამის ბევრი მაგალითი უკვე ნახეს როგორც ჩვენმა ევროპელმა პარტნიორებმა, ისე საერთაშორისო საზოგადოებამ.
პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი არის იმ პოლიტიკური გუნდის ლიდერი, რომელმაც ამ 10-11 წლის განმავლობაში საქართველოში გაატარა რეალური, ევროპული რეფორმები".
თქვა "ქართული ოცნების" დეპუტატმა, არჩილ თალაკვაძემ.