ყველა ამათი გამოსვლა საერთაშორისო ფორუმზე არის დივერსია, დადუმდით - მანჯგალაძე "ოცნებას"

გამოქვეყნდა:

"რუსებს არ იწვევენ ასეთ მაღალი რანგის ფორუმებზე და რუსებმა გამოაჩინეს საქართველოს პრემიერადწოდებული ადამიანი რომელიც რუსულ გზავნილებს დადის და აგზავნის ამ ფორუმებზე. საერთოდ უნდა აეკრძალოს ღარიბაშვილს ფორუმზე გამოსვლა. საერთოდ გაჩუმდეს ქართული ოცნება ჯობია, არსად არ მივიდეს. ისედაც მიიღებს ქვეყანა კანდიდატის სტატუსს. ყველა ამათი გამოსვლა საერთაშორისო ფორუმზე არის დივერსია საქართველოს ევროპული კურსის წინააღმდეგ, დადუმდით"

ამბობს "სტრატეგია აღმაშენებლის" ერთ-ერთი ლიდერი, პაატა მანჯგალაძე პრემიერ ღარიბაშვილის ბრატისლავას ფორუმზე გამოსვლის შეფასებისას, სადაც ღარიბაშვილმა მორიგი ანტიევროპული და პრორუსული განცხადებები აკეთა. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი