მან თქვა, რომ არ სჯერა, რომ გვარამიას შეწყალება მოემსახურება დეპოლარიზაციას, ობიექტურია - თალაკვაძე ზურაბიშვილზე

გამოქვეყნდა:

"ქართული ოცნების" დეპუტატი, არჩილ თალაკვაძე ამბობს, რომ "მთავარი არხის" გენერალური დირექტორის შეწყალების საკითხი არა სამართლებრივი, არამედ პოლიტიკურია.

თალაკვაძის აზრით, ობიექტური იყო ნიკა გვარამიაზე პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მანამდე გაკეთებული განცხადებები.

"მე ვიცი რა თქვა მან გვარამიასთან დაკავშირებით, რაც იყო ძალიან მნიშვნელოვანი და ვფიქრობ, ობიექტური. მან თქვა, რომ არ სჯერა, რომ გვარამიას შეწყალება მოემსახურება დეპოლარიზაციას. ამით მან პირდაპირ თქვა, რომ შეწყალება არ შეწყალება არის პოლიტიკური საკითხი და არა სამართლებრივი ბრძოლა. თქვენ იცით, რომ სამართლებრივ ბრძოლაში სასამართლომ მიიღო თავისი გადაწყვეტილებები, თუ ვინმე არ ეთანხმება ამ გადაწყვეტილებებს, როგორც ეს სააკაშვილის შემთხვევაში მოხდა, შეუძლიათ მიმართონ სტრასბურგის სასამართლოს", - თქვა არჩილ თალაკვაძემ.

"მთავარი არხის" გენერალური დირექტორი უკვე ერთი წელია საპატიმროში იმყოფება - გასული წლის 16 მაისს მას 3 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. ნიკა გვარამიას პატიმრობას პოლიტიკურად მოტივირებულად მიიჩნევენ როგორც ქვეყნის შიგნით ოპოზიციაში, ისე დასავლელი პარტნიორები. ევროპარლამენტარებმა საქართველოს მთავრობას გვარამიას გათავისუფლებისკენ არაერთხელ მოუწოდეს. გარდა ამისა, მათი ადრესატი არაერთხელ ყოფილა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილიც, თუმცა ამ დრომდე ზურაბიშვილს ნიკა გვარამიას პატიმრობაზე განცხადება არ გაუკეთებია. დასავლეთში კი ხაზგასმით ამბობენ, რომ ნიკა გვარამიას პატიმრობას უარყოფითი გავლენა ექნება საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების პროცესზე.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი