ზელენსკი საუბრობდა NATO-ში შესვლის გადაფიქრებაზე, მას თუ აქვს ამაზე საუბრის უფლება, ჩვენ რატომ არ გვაქვს - კობახიძე

გამოქვეყნდა:

"ქართული ოცნების" თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძეც იმეორებს, რომ ომის დაწყების ერთ-ერთი მიზეზი უკრაინის ნატოსკენ სწრაფვა იყო. მისივე მტკიცებით, უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკიც საუბრობდა ნატოში გაწევრიანების გადაფიქრებაზე.

"დღემდე არ მესმის საერთოდ ამ ვნებათაღელვის საფუძველი რა იყო, იმდენად აბსურდული იყო ეს ვნებათაღელვა თავისთავად. რა იყო ამის საფუძველი დღემდე მართლა საერთოდ არ მესმის. არის შემთხვევები, როდესაც მესმის, რომ აწყობთ სპეკულირება და რაღაც შეიძლება საბაბი ჰქონდეთ ამისთვის, აქ საბაბსაც კი ვერ ვხედავ, მოხდა უბრალოდ ფაქტის კონსტატაცია. 

თქვენ გახსოვთ, გასული წლის მარტში, ომის დაწყებიდან 2 კვირაში ზელენსკი საუბრობდა ნატოში შესვლის გადაფიქრებაზე, გამომდინარე იქიდან, რომ რუსეთისთვის ომის დაწყების საფუძვლად იქცა სწორედ უკრაინის ნატოსკენ სწრაფვა, ზელენსკის თუ აქვს ამაზე საუბრის უფლება, ჩვენ არ გვაქვს, ან პრემიერს ან მე ან სხვას, რატომ არ გვაქვს ამაზე საუბრის უფლება, როცა ზელენსკი საუბრობს ამ ყველაფერზე. აქედან ჩანს, რომ ეს არის რაღაც თითიდან გამოწოვილი სპეკულაციები", - თქვა კობახიძემ. 

გლობალური უსაფრთხოების ფორუმის (GLOBSEC) ფარგლებში გამართულ თემატურ დისკუსიაზე ღარიბაშვილმა მორიგი ანტიდასავლური და პრორუსული განცხადებები გააკეთა. მისი თქმით, უკრაინაში ომის დაწყების ერთ-ერთი მიზეზი იყო უკრაინის განზრახვა, გამხდარიყო NATO-ს წევრი. ღარიბაშვილის განცხადებებს პარტნიორების კრიტიკა მოჰყვა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი