"მარტივ ლოგიკურ კითხვას გისვამთ და პასუხს ვერ სცემთ. ნაცობა ნიშნავს გონების დაბინდვას, ამიტომ გაქვთ დაბინდული გონება და მარტივ კითხვაზე გიჭირთ პასუხის გაცემა"
უთხრა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს, მას შემდეგ რაც არ მოეწონა მათი პასუხი კითხვაზე - იყო თუ არა უკრაინაში შეჭრის ერთ-ერთი მიზეზი ნატოში გაწევრიანების სურვილი. "მთავარი არხის" ჟურნალისტმა მას უპასუხა, რომ რუსეთს სამხედრო აგრესიისთვის მიზეზები არ სჭირდება.