
თავმჯდომარე კობახიძე ჟურნალისტებისგან ითხოვს, ენმ-სა და სალომე ზურაბიშვილს დაუსვან შეკითხვები, 2008 წლის ომის რეზოლუციაზე
"ნაცმოძრაობას“ რეზოლუციაზე ხელი აქვს მოწერილი, სადაც ამბობდნენ, რომ მათ დაიწყეს ომი. მოქმედი პრეზიდენტი, რომელსაც დღეს ბრიუსელში გამოსვლა აქვს, ამტკიცებდა, რომ ომი სწორედ სააკაშვილმა დაიწყო. ამაში მე არ შევდივარ. თქვენ ჰკითხეთ „ნაცმოძრაობას“, სიმართლე იყო თუ არა ის, რაზეც ხელი მოაწერეს. აქვე გეუბნებით, რომ ამაზე მე არ გპასუხობთ. „ნაცმოძრაობას“ ჰკითხეთ, სიმართლეზე მოაწერეს ხელი თუ არა, სიმართლე იყო თუ არა ის, რომ სააკაშვილმა დაიწყო ომი 7 აგვისტოს. ევროსაბჭოს რეზოლუციაში წერია, რომ სააკაშვილმა დაიწყო ომი, ან სიმართლე იყო, ან ღალატად ჩაითვლება...
ღალატი ჩაიდინეს თუ სიმართლე თქვეს, მაშინ თვითონ დაუწყიათ ომი, ნაცმოძრაობას რატომ არ ეკითხებით ამას, სალომე ზურაბიშვილს რატომ არ ეკითხებით რა მოხდა 2008 წლის 7 აგვისტოს" ამბობს კობახიძე
"მთავარი არხის" ჟურნალისტის კონტრშეკითხვაზე, მათ თუ ჰქონდათ ეს კითხვა 2018 წელს სალომე ზურაბიშვილთან, როცა პრეზიდენტობის კანდიდატად წარადგინეს და მხარს უჭერდნენ, კობახიძე პასუხობს:
"ჩვენ თავის დროზე პოზიცია ამასთან დაკავშირებით დავაფიქსირეთ და შეგიძლიათ ამოიღო რასაც ვლაპარაკობდით...
მაშინ იყო მოღალატე, ეხლა პირველი ევროპელი და პირველი ნატოელია სალომე ზურაბიშვილი და ამიტომ არის საინტერესო მისთვის ამ კითხვის დასმა." ამბობს კობახიძე.