"საინტერესო დეტალი რა არის - ეს კონფერენცია თუ ღონისძიება ეძღვნება შიდაპარტიულ დემოკრატიას და ამას ატარებს ორგანიზაცია, რომელსაც 13 წელია ერთი და იგივე თავმჯდომარე ჰყავს. ბრეჟნევის მერე ხელმძღვანელობის ამხელა სტაჟი საქართველოში არავის ჰქონია. ისინი რომ საუბრობენ შიდაპარტიულ დემოკრატიაზე, ეს უბრალოდ გასაოცარია. "
ამბობს ირაკლი კობახიძე საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს" აღმასრულებელი დირექტორის, ეკა გიგაურის კომენტირებაზე, რომელმაც თქვა, რომ საქართველოში არსებული პოლიტიკური პარტიები ბევრი გამოწვევის წინაშე დგანან 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ.