
რუსეთის, ბელარუსის და უკრაინის საზღვარზე, "სამი დის" ძეგლთან მომხდარი აფეთქების ვიდეო დღეს რუსულმა სამხედრო ტელეგრამ არხებმა გამოაქვეყნეს.
უკრაინის სახელმწიფო სასაზღვრო სამსახურის წარმომადგენელის, ანდრეი დემჩენკოს თქმით, ეს რუსეთმა კონტრშეტევის შიშით გააკეთა.
მან დააკონკრეტა, რომ ჩერნიგოვი-ბრიანსკის გზა 30 მაისს ააფეთქეს:
„როგორც ხედავთ, მათ დაიწყეს გზების აფეთქება კიევზე თავდასხმიდან სამ დღეში, ალბათ იმის შიშით, რომ უკრაინა შეტევას წამოიწყებდა რეგიონულ ცენტრზე. მაგრამ უკრაინა არ არის აგრესორი. როგორც უკვე აღვნიშნე, ჩვენი სახელმწიფო თავდაცვაზეა. ჩვენ არ გვჭირდება ბრიანსკი“, - განაცხადა უკრაინის სასაზღვრო სამსახურის წარმომადგენელმა.