
მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, პრემიერმინისტრი, მოლდოვის დედაქალაქ კიშინეუში, დელეგაციასთან ერთად გაემგზავრა.
ადმინისტრაციის ცნობით, ირაკლი ღარიბაშვილი ევროპული პოლიტიკური გაერთიანების (EPC) მეორე სამიტში მიიღებს მონაწილეობას.
ევროპული პოლიტიკური გაერთიანების მეორე სამიტი 31 მაისსა და 1 ივნისს კიშინეუში ჩატარდება.
მთავრობის ადმინისტრაციის ცნობითვე, პრემიერმინისტრი სამიტზე მრგვალი მაგიდის ფორმატში დაგეგმილ თემატურ დისკუსიებში მიიღებს მონაწილეობას.
სამიტის ფარგლებში ღარიბაშვილს მაღალი დონის ორმხრივ შეხვედრები ექნება.