
20-მდე არასამთავრობო ორგანიზაცია საქართველოს პრემიერმინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის მიერ ბრატისლავაში, GLOBSEC-ის ფორუმზე გაკეთებულ განცხადებას გმობს.
"პრემიერმინისტრს შევახსენებთ, რომ უკრაინის ნატოში გაწევრება უკრაინის ხალხის ისტორიული არჩევანია, რომელიც უკრაინის კონსტიტუციით არის გამყარებული. პრემიერს შევახსენებთ იმასაც, რომ ჰელსინკის აქტი განსაზღვრავს თითოეული ქვეყნის სუვერენულ უფლებას, თავისი შეხედულებისამებრ შეუერთდეს ნებისმიერ ხელშეკრულებას ან ალიანსს", - წერია განცხადებაში.
არასამთავრობოები სინანულს გამოთქვამენ იმის გამო, რომ ირაკლი ღარიბაშვილის გამოსვლა, მათი შეფასებით, სრულად თანხვედრაში იყო კრემლის ნარატივთან, რომლის მიხედვითაც ნატოს გაფართოება საფრთხეს უქმნის რუსეთს.
ასევე, ორგანიზაციები ამბობენ, რომ პრემიერმა არც ამჯერად გამოიყენა შესაძლებლობა, ყველა შესაძლო ფორმით დაეგმო რუსეთის ფედერაციის უსამართლო და არაპროვოცირებული თავდასხმა უკრაინაზე.
"ასევე შევახსენებთ პრემიერმინისტრს, რომ ის წარმოადგენს სახელმწიფოს, რომლის ხალხმაც, აბსოლუტური უმრავლესობით, 2008 წლის 5 იანვარს გამართული პლებისციტის საფუძველზე, მხარი დაუჭირა საქართველოს ნატოში გაწევრებას. აღნიშნული არჩევანი გამყარებულია საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლით, რომლის მიხედვითაც კონსტიტუციურმა ორგანოებმა თავიანთი უფლებამოსილების ფარგლებში ყველა ზომა უნდა მიიღონ ევროპის კავშირსა და ნატოში საქართველოს სრული ინტეგრაციის უზრუნველსაყოფად", - ნათქვამია განცხადებაში.
ხელმომწერი ორგანიზაციები: