
მოლდოვასა და საქართველოში უამრავი ადამიანი აფრიალებს ევროკავშირის დროშებს, იღწვიან იმისთვის, რომ ევროკავშირში ადგილი დაიმკვიდრონ. დასავლეთ ბალკანეთი და ევროკავშირი სულ უფრო უახლოვდება ერთმანეთს. ეს არის მომენტი, რომელიც უნდა გამოვიყენოთ უფრო ერთიანი ევროპის შესაქმნელად - აცხადებს ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი ბრატისლავაში, გლობალური უსაფრთხოების ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას.
მისი თქმით, ახლა არის ისტორიული მომენტი, რომელიც ერთიანი ევროპის შესაქმნელად უნდა გამოიყენონ.
„ისტორია გრძელდება. პუტინს სურდა უკრაინა რუსეთს ჩაეგდო ხელში. ის ელოდა, რომ ევროკავშირი ამას უბრალოდ მიიღებდა. ამის ნაცვლად, უკრაინამ გაბედულად გაუწია წინააღმდეგობა და პასუხს უბრუნებს მას. ჩვენ კი ევროპაში, სამართლიანად და მტკიცედ ვდგავართ უკრაინის გვერდით. ჩვენ ისტორიის ამ გადამწყვეტ მომენტში ვართ და უნდა შევინარჩუნოთ კურსი. უკრაინა ამ ომიდან უფრო ძლიერი გამოვა." თქვა ევროკომისიის პრეზიდენტმა
[თარგმანი: ნეტგაზეთი]