
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, 29 მაისს, ოდესაში, სამხედრო გემების სადგომზე მაღალი სიზუსტის იარაღის დარტყმის შედეგად, გაანადგურეს უკრაინის სამხედრო-საზღვაო ძალების სადესანტო ხომალდი „იური ოლეფირენკო“.
რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ თავის განცხადებაში მას უკრაინის „უკანასკნელი ხომალდი“ უწოდა.
უკრაინის საზღვაო ძალების პრეს-ცენტრის ხელმძღვანელმა ოლეგ ჩალიკმა განაცხადა, რომ ის არ უპასუხებს რუსეთის მიერ გაკეთებულ განცხადებას. მან დასძინა, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალები არ ავრცელებენ ინფორმაციას ომის დროს დანაკარგების შესახებ.
ორშაბათს უკრაინის ოფიციალურმა პირებმა დაადასტურეს, რომ ოდესის პორტში ხანძარი ძლიერი საჰაერო დარტყმების შემდეგ გაჩნდა.